ჩეხეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ

ჩეხეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ

ჩეხეთის ეკონომიკამ გასული წლის მანძილზე 4 პროცენტიანი ვარდნა განიცადა.

ჩეხეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ

ანალიტიკოსები გამარჯვებას ქვეყნის სოციალ დემოკრატიულ პარტიას ან კონსერვატიულ სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას უწინასწარმეტყველებენ.

თუმცა სოციალ-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, მათ კოალიციური პარტნიორი დაჭირდებათ, რათა მათი დაგეგმილი პროგრამა განახორციელონ.

ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხრვა საარჩევნო კამპანიის უმთავრესი ნაწილი იყო.

ჩეხეთის ეკონომიკამ გასული წლის მანძილზე 4 პროცენტიანი ვარდნა განიცადა. საზოგადო ვალებმა მთლიან შიდა პროდუქტზე 35 პროცენტი შეადგინა, ეს აღსანიშნავი განსხვავებაა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნების შედეგებთან შედარებით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეფორმების გაუტარებლობის შემთხვევაში ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.