მას შემდეგ რაც ეგვიპტის მთავრობამ სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის პროცედურა შეამსუბუქა, პალესტინელებმა ეგვიპტის საზღვარი, კერძოდ კი საკონტროლო გამშვები პუნქტი რაფაჰი გადაკვეთეს.
რაფაჰი ერთადერთი გამშვები პუნქტია რომელიც ეგვიპტესა და ღაზას სექტორს აკავშირებს და ისრაელის კონტროლის ქვეშ არ არის მოქცეული. ოთხშაბათს ეგვიპტის მთავრობამ გამოაცხადა რომ ასრულებს საკონტროლო გამშვები პუნკტის ოთხ-წლიან ბლოკადას.
როგორც ეგვიპტის ოფიციალური პირები აცხადებენ, საზღვრის გადაჭრის პროცესი დაექვემდებარება კანონს, კერძოდ კი პასპორტის მფლობელ პალესტინელს საზღვრის გადაკვეთა შეეძლება ნებისმიერ დროს პარასკევისა და სადღესასწაულო დღეების გარდა.
ქალები ეგვიპტის საზღვარს შეზღუდვების გარეშე გადაკვეთენ, ხოლო 18-დან და 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს ეგვიპტის ვიზის წარდგენა მოუწევთ.
ეგვიპტის საინფორმაციო სააგენტო მენა აცხადებს რომ ეგვიტპის მთავრობა ამ ღონისძიებით ხელს უწყობს პალესტინელთა ეროვნულ გაერთიანებას.