რა ცვლილებების შეიტანს საქართველოს პარლამენტი კანონში ოფიციალური სტატისტიკის შესახებ?

რა ცვლილებების შეიტანს საქართველოს პარლამენტი კანონში ოფიციალური სტატისტიკის შესახებ?

ახალი კანონპროექტები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა.

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის,თემურ წურწუმიას თქმით ერთი წლის წინ ოფიციალური სტატისტიკა დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა :

” იყო ევროსტატის რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და არ ჰქონოდა სახელმწიფო სტრუქტურებს მასზე ზემოქმედების საშუალება. ეს კანონი იხვეწება, აღრიცხვიანობის სისტემა უმჯობესდება. სტატისტიკა უფრო სანდო და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ეს იყო უმთავრესი მოთხოვნა.ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ ქვეყანა ფლობდეს რეალურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ”.

საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და ქობულეთის ტერიტორიაზე ტურიზმის განსავითარებლად საკანონმდებლო დონეზე გარკვეული შეღავათები დაწესდება. აღნიშნული კანონპროექტი იმ პირებს, რომლებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ქობულეთში სასტუმროების მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას, 15 წლის განმავლობაში მოგების და ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებს..

”საქართველოს პრეზიდენტმა სულ 6 წელიწადში ჩამორჩენილი პატრიარქალური ქვეყანა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოდ გადააქცია” - ნათქვამია უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის მიერ გამოცემა ”არგუმენტში” გამოქვეყნებულ წერილში.

საქართველოში ქვეყნის ეკონომიურ ზრდას ხედავენ ძირითადად ადამიანები აქტიურად ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, განსხვავებით რიგითი ადამიანებისგან. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი თემურ წურწუმია ამბობს, რომ მიუხედავად სხვადასხვა ფაქტორების.. საქართველოზე განხორციელებული აგრესიის თუ მსოფლიოს ფინანსური კრიზისის მიუხედავად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის განვითარებას ახერხებს .