პაკისტანში წყალდიდობის გამო გაუქმდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

პაკისტანის მთავრობა სტიქიური უბედურების გამო იძულებული შეიქმნა გაეუქმებინა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. წყალდიდობაში 1600 კაცი დაიღუპა. დანგრეული ან დაზიანებულია 700 000-ზე მეტი სახლი. პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი სტიქიური უბედურების რაიონში იმყოფება. უკვე დადასტურებულია ქოლერის შემთხვევები. აშშ-ს პრეზიდენტმა პაკისტანის დამოუკიდებლობის დღესთან და სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი პაკისტანელებს გვერდში უდგას ამ მძიმე ვითარებაში.