ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

ისინი 6 საათის განმავლობაში ასრულებდნენ სხვადასხვა სამუშაოებს.

ორი ამერიკელი ასტრონავტი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდ "ენდოვერიდან" ღია კოსმოსში გავიდნენ და 6 საათის განმავლობაში ასრულებდნენ სხვადასხვა სამუშაოებს, სანამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაბრუნდებოდნენ.

ასტრონავტებმა ორი მილიარდი დოლარის მაგნიტური მოწყობილობა დაამაგრეს სადგურზე, რომელიც კოსმოსური სხივების გადამჭერი იქნება.