სამეფო წყვილის თაფლობის თვე

სამეფო წყვილის თაფლობის თვე

ბრიტანეთის სამეფო კარის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრინცი უილიამი და კეტრინ მიდელტონი შაბათ-კვირას საზოგადოებისთვის უცნობ ადგილას გაატარებენ და მომავალ კვირას უილიამი დაუბრუნდება სამსახურს.იგი სამხედრო პილოტია.

ახლადშეუღლებულები თაფლობის თვეს ერთად მოგვიანებით გაატარებენ.

ლონდონის ქუჩებში მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი. დაახლოებით 2 მილიარდი მაყურებელი სატელევიზიო ტრანსლაციის საშუალებით ადევნებდა თვალს ბრიტანეთის სამეფო ქორწილს.