ნატო ბოდიშის მოხდას არ აპირებს

ნატო ბოდიშის მოხდას არ აპირებს

ნატომ დაადასტურა ლიბიის ქალაქ ბრეგას მახლობლად ოპოზიციის შეარაღებული ფორმირებების დაბომბვის ფაქტი. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სარდლობის წარმომადგენლის რასელ ჰარდინგის განცხადებით ნატოს შეცდომა იმით იყო გამოწვეული, რომ ადრე მეამბოხეებს არ ჰყავდატა ტანკები და მათი გამოჩენა მოულოდნელი იყო ნატოს ხელმძღვანელობისთვის.

ეს შეცდომა ოპოზიციის 4 მებრძოლის სიკვდილის მიზეზი გახდა, მიუხედავად ამისა ნატომ უარი თქვა ბოდიში მოეხადა ამ ინციდენტის გამო.

ბრეგა რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში მეამბოხეებსა და მოუამარ კადაფის ერთგული ნაწილების შეტაკებების დროს.