ფუკუშიმას ელექტროსადგურზე რადიაციის დონე იზრდება

ფუკუშიმას ელექტროსადგურზე რადიაციის დონე იზრდება

მაშველები საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობის დროს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის განცხადებით, ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა კვლავაც არასტაბილურია.

უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, 11 მარტის მიწისძვრამ ამ სადგურის ერთ-ერთი რეაქტორი სერიოზულად დააზიანა.

იაპონიის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა, მაშინ როდესაც სულ უფრო იზრდება ბირთვული რეაქტორიდან გამოჟონილი რადიაციის დონე.

ნაოტო კანმა მადლობა უთხრა იმ მაშველებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობის დროს.