ერაყის უზენაესი სასამართლო პოლიტიკოსებს მოუწოდებს

ერაყის უზენაესი სასამართლო პოლიტიკოსებს მოუწოდებს

პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ ვებგვერდს ვიკი-ლიკს ბრალი დასდო აშშ-ის გასაიდუმლოებული სამხედრო დოკუმენტების გამოქვეყნებაში.

ერაყის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის კანონმდებლებსა და პოლიტიკოსებს უბრძანა, შეწყვიტონ ქიშპობა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს ხელი შეუწყონ.

უზენაესმა სასამართლომა განცხადება დღეს გააკეთა. 7 მარტს ჩატარებულ არჩევნებში სუნიტი ერაყელების ალიანსი, რომელსაც სათავეში ყოფილი პრემიერ მინისტრი აიად ალავი უდგას, სახელმწიფოებრივი კანონის კოალიციის პარტიის წინააღმდეგ იყრიდა კენჭს. თუმცა ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

მარტის არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე ცდილობს კოალიციური ძალებით ჩამოაყალიბოს და მართოს ქვეყანა.

შაბათს პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ ვებგვერდს ვიკი-ლიკს ბრალი დასდო აშშ-ის გასაიდუმლოებული სამხედრო დოკუმენტების გამოქვეყნებაში. მან იქვე დასძინა, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება არაკოანოიერ საფუძველზე მოხდა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუშლის ხელს.

თუმცა, როგორც ოსამა ნჯეიფი , სუნიტი ერაყელების ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, დოკუმენტი ჭეშმარიტებას ახდის ფარდას.