სირიელი დისიდენტები სტამბოლში შეიკრიბნენ

სირიელი დისიდენტები სტამბოლში შეიკრიბნენ

შეხვედრის ორგანიზატორის ჰაიტმან ალ-მალეჰის განცხადებით სირიიის მმართველი რეჟიმი ვერ შეძლებს თავისუფლება წაართვას სირიელ ხალხს.

სირიის ოპოზიციის ლიდერები თურქეთში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობაზე მსჯელობენ. ასობით სირიელი დისიდენტი სტამბოლში შეიკრიბა, მას შემდეგ რაც სირიის უშიშროების ძალებმა ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილე კიდევ 32 ადამიანი მოკლეს.

შეხვედრის ორგანიზატორის ჰაიტმან ალ-მალეჰის განცხადებით, სირიიის მმართველი რეჟიმი ვერ შეძლებს თავისუფლება წაართვას სირიელ ხალხს. ალ-მალეჰი ადვოკატია, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა სირიის ციხეში.

ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, მარტო დამასკოში სირიის უშიშროების ძალებმა 23 ადამიანი მოკლეს. მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები ასევე მსხვერპლით დამთავრდა ქალაქ დარააშიც.