ტაილანდი არჩევნებისთვის ემზადება

ტაილანდი არჩევნებისთვის ემზადება

ტაილანდი საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც კვირას გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ოპოზიციის ლიდერი იუნგლუკ შინავატრა ლიდერობს, რომელიც ქვეყნიდან გაძევებული ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტაკსინ შინავატრას უმცროსი დაა.

ტაილანდის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი აბისიტ ვეჯაჯივა ჩამორჩება თავის მეტოქეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.

ტაკსინ შინავატრა ამჟამად დუბაიში იმყოფება იმიგრაციაში და მისი მტრები შიშობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის თავის დას საკუთარი პოპულისტური იდეების განხორციელებისთვის გამოიყენებს.