უგანდაში ჟურნალისტი მოკლეს

უგანდაში ჟურნალისტი მოკლეს

ინტერნეტ-გაზეთის რედაქტორი ჩარლზ ინგაბირე რუანდის პრეზიდენტის აქტიური მოწინააღმდეგე იყო.

უგანდის პოლიციის განცხადებით, კამპალას ერთერთ ბარში რუანდელი ჟურნალისტი მოკლეს.

ინტერნეტ-გაზეთის რედაქტორი ჩარლზ ინგაბირე ხუთშაბათს გამთენიისას უცნობმა პირმა გამოასალმა სიცოცხლეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუანდის პრეზიდენტის აქტიური მოწინააღმდეგე ჟურნალისტი უგანდაში პოლიტიკური მიზნით იმყოფებოდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია მკვლელობის მოტივი.პოლიცია დანაშაულის ადგილზე გამოძიებას გაგნაგრძობს.