ერაყში შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

ერაყში შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

ანბარის პროვინციასუნიტი ექსტრემისტების დასაყრდენი იყო 2008 წლამდე.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, მეამბოხეებმა პოლიციის ექვსი ოფიცერი მოკლეს. ხუთი მათგანი უდაბნოში მდებარე ქალაქ რუთბაში ერთ-ერთ საგუშაგოზე გამოასალმეს სიცოცხლეს.

კიდევ ერთი ინციდენტი ანბარის პროვინციაში სირია-იორდანიის დამაკავშირებელ გზატკეცილზე მოხდა. ეს რაიონი სუნიტი ექსტრემისტების დასაყრდენი იყო 2008 წლამდე, როდესაც ადგილობრივი ტომები ალ-ყაიდას მეომრებს აუჯანყდნენ და ამერიკელების დახმარებით გაწმინდეს ეს პროვინცია ექსტრემისტებისგან.