ნიგერიაში აფეთქება მოხდა

ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა.

ნიგერიაში პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა.

ამ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს ნიგერიის დატოვებისკენ მოუწოდა.