დომოდედოვოს აეროპორტში ავარიული დაშვება მოხდა

დომოდედოვოს აეროპორტში ავარიული დაშვება მოხდა

შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

შაბათს, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაღესტანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ავარიული დაშვების დროს დაიშალა.

ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი, აფრენიდან რამდენიმე წუთში იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.

თვითმფრინავს 9,000 მეტრის სიმაღლეზე ორი ძრავა გაეთიშა, მესამე კი დაშვების დროს გამოვიდა მწყობრიდან.

ტუ-154 დაღესტანის დედაქალაქ მახაჩყალაში მიფრინავდა.