ალ-შაბაბის ახალი განცხადება

ალ-შაბაბის ახალი განცხადება

გაერომ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სომალის 7 რაიონი გვალვისგან გამოწვეულ შიმშილობის ზონად გამოაცხადეს.

სომალის შეიარაღებულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა განაცხადა, რომ არ მისცემს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებს, შიმშილობით მოცულ რაიონებში მუშაობის უფლებას.

ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ეს დაჯგუფება აცხადებს, რომ მის კონტროლქვეშ მყოფ ორ რაიონის გაეროს მიერ სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადება, იაფფასიანი პროპაგანდაა და მეტი არაფერი.

გაერომ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ, სომალის 7 რაიონი გვალვისგან გამოწვეულ შიმშილობის ზონად გამოაცხადეს.

ორგანიზაცია ალ-შაბაბის წარმომადგენელმა შეიხ ალი მუჰამედმა გაერო პოლიტიკური მოსაზრებებით, სიტუაციის გაზვიადებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ალ-შაბაბი მხოლოდ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცემს აღნიშნულ რაიონებში მუშაობის საშუალებას, რომლებიც მათთან ადრეც თანამშრომლობდნენ.