სირიაში ახალ მონიტორებს ელიან

მთავრობა მომხდარში „ტერორისტებს“ ადანაშაულებს.

სირიაში დღეს ახალი მონიტორების ჩამოსვლას ველოდებით. თუმცა, ჯერ კიდევ საბოლოო დასტური არ მიგვიღია. ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 15 დამკვირვებელი ვართ“ - აცხადებს გაეროს სპიკერი ნიირ სინგჰი.

სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ დღეს დამასკოში 2 ძალიან ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლებშიც სულ ცოტა 5 ადამიანია დაღუპული. მთავრობა მომხდარში „ტერორისტებს“ ადანაშაულებს. აფეთქებების გამო გაერო და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სირიის მთავრობის კრიტიკას აძლიერებს და მას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების თანმიმდევრულ დაცვას სთხოვს.