"ეტას" მხარდამჭერი ორგანიზაცია დაიშალა

"ეტას" მხარდამჭერი ორგანიზაცია დაიშალა

აღნიშნული ორგანიზაცია „ეტას“ მხარდაჭერას სამოქალაქო მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარებით ცდილობდა.

ბასკურ ენაზე გამომავალი ესპანური გაზეთის „გარას“ ინფორმაციით დაიშალა ტერორისტული ორგანიზაცია „ეტას“ მხარდამჭერი ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელიც ესპანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2001 წელს აიკრძალა.

აღნიშნული ორგანიზაცია „ეტას“ მხარდაჭერას სამოქალაქო მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარებით ცდილობდა.

„ეტას“ მიერ ბასკეთის დამოუკიდებლობის ლოზუნგით წარმოებული ბრძოლა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, რამაც 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.