ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სტამბოლში შეიკრიბებიან

ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სტამბოლში შეიკრიბებიან

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ევროპის ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ.

ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მომავალი წლის იანვარში სტამბოლში შეიკრიბებიან ირანის ბირთვული პროგრამის განხილვის მიზნით.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისიონერი კატრინ აშტონის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება ის ძირითადი საკითხები, რომელბიც შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ჩინეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას აშფოთებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

„იმ ქვეყნებს, რომლებსაც მე წარმოვადგენ აშფოთებთ ირანის ბირთვული პროგრამა. ეს მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება. ჩვენ ირანის უფლებებს ვაღიარებთ, მაგრამ თეირანმა საკუთარი მოვალეობებიც უნდა შეასრულოს.“

ეს განცხადება ეშტონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები ირანის ბირთვული პროგრამის მომლაპარაკებელ ჯგუფს შეხვდა.