ობამას ყოველკვირეული მიმართვა

2009 წლის შემდეგ კი ავტოინდუსტრიამ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ამერიკაში ავტოიუდუსტრიის აღმორძინებამ ქვეყანაში დაახლოებით ერთი მილიონი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკაში დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესია იყო.

2009 წლის შემდეგ კი ავტოინდუსტრიამ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება ყოველკვირეული რადიო მიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, ავტომწარმოებელებისთვის მასტიმულირებელი პაკეტის მიცემის ერთ-ერთი პირობა ენერგო-ეკონომიური მანქანების აშენება იყო.