კადაფის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ

კადაფის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ

მეამბოხეები აცხადებენ რომ ქალაქი მათი კონტროლის ქვეშაა.

მუამარ კადაფის შეიარაღებულმა ძალებმა ხელმეორედ მიიტანეს იერიში ლიბიის დასავლეთ ტერიტორიაზე , ტრიპოლიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ზავაიაზე, რომელიც შაბათს სამხედრო ძალებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ კადაფის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს.

როგორ დასავლეთის საინფომაციო სააგენტოები იტყობინებიან, კადაფის მომხრეებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს და საგუშაგოები დადგეს. შეტაკებისას სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.

კადაფის მომხრეებმა ასე ხელთ იგდეს ნავთობის საპორტო ქალაქი რას ლანუფი, თუმცა მეამბოხეები აცხადებენ, რომ ქალაქი მათი კონტროლის ქვეშაა.