ბრიტანეთის პოლიციის ახალი სპეცოპერაცია

ბრიტანეთის პოლიციის ახალი სპეცოპერაცია

დაკავებულთა დაკითხვა ძირითადად მათ მიერ ტერორისტული აქტების მომზადებას შეეხება.

ბრიტანეთის პოლიციამ ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა,რის შედეგადაც 12 ადამიანია დაკავებული.ბრიტანეთის ანტიტერორისტული დანაყოფის ოფიცერმა ჯონ იატისმა განაცხადა, რომ ეჭცმიტანილეთა ასაკი 17-დან 28 წლამდეა.

ოპერაცია ლონდონსა და სტოკში და ასევე უელსის ქალაქ კარდიფში ჩატარდა. იატისის თქმით, ეჭვმიტანილების მიმართ ფართომასშტაბიანი მეთვალყურეობა და სადაზვერვო სამუშაო დიდ ხანს გრძელდებოდა.

ანტიტერორისტული დანაყოფის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულთა დაკითხვა მათ მიერ ტერორისტული აქტების მომზადებას შეეხება. იატისმა სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.