"ნიუ იორკ თაიმსის" განცხადება

ნიუ იორკ ტაიმსის ინფორმაციით, პრეზიდენმა ბარაკ ობამამ ოფისში მოსვლიდან პირველი თვეების განმავლობაში, ირანის ურანის გამდიდრების საწარმოების კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმის ფარული ბრძანება გასცა.

გაზეთი ციტირებას ახდენს პროგრამასთან დაახლოებული იმ ანონიმური წყაროებისა, რომლებმაც აღნიშნულ ბრძანებას ამერიკის მიერ კიბერ-იარაღის გამოყენების პირველი გაფართოებული მცდელობა უწოდეს.

არსებული ინფორმაციით, პროგრამა ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციაში ყოფნის დროს დაიწყო.