ალიასკას შტატში მიწისძვრა მოხდა

ალიასკას შტატში მიწისძვრა მოხდა

ცუნამის საფრთხე მალე გამოირიცხა და განგაშიც გაუქმდა შეერთებული შტატების ამ რეგიონში.

პარასკევს ძლიერი მიწისძვრა მოხდა ალეუტის კუნძულებზე ალასკას შტატის ჩრდილო-დასავლეთში, რამაც განგაში გამოიწვია მოსალოდნელი ცუნამის გამო.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარი ოკეანის სიღრმეში 35 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა.

7 ბალიანი მიწისძვრა ალასკას შტატის ქალაქ ანკორიჯიდან 1600 კილომეტრის დაშორებით მოხდა. საბედნიეროდ, ცუნამის საფრთხე მალე გამოირიცხა და განგაშიც გაუქმდა შეერთებული შტატების ამ რეგიონში.