მდგომარეობა კორონავირუსის გამო სომხეთში მძიმდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსის 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 11 817, ვირუსს ემსხვერპლა 183.

4 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა იმ მდგომარეობაშია, როდესაც არ შეუძლიათ იმ პაციენტთა ნაწილის ჰოსპიტალიზება, რომლებსაც სტაციონალური მკურნალობა სჭირდებათ.