ახალ-ზელანდიაში არდერნის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ახალ ზელანდიაში პრემიერ-მინისტრის ჯასინდა არდერნის ლეიბორისტულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. გამარჯვების შესახებ პრემიერმა უკვე ისაუბრა. დამარცხება კი აღიარა ოპოზიციურმა ნაციონალურმა პარტიამ.

გამარჯვებული პარტია ქვეყნის პარლამენტში 120-ადგილიან უმრავლესობას, დაახლოებით 64 ადგილს დაიკავებს.

არდერნი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 37 წლის პრემიერ მინისტრია, რომელმაც განსაკუთრებული აღიარება კორონავირუსით გამოწვეული ვითარების ეფექტური მართვისას დაიმსახურა.