პიპიდი: საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში წარმატება უნდა დაიცვას

Your browser doesn’t support HTML5

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" თანახმად, საქართველოში ელიტური კორუფცია მნიშვნელოვანი პრობლემაა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება. ალინა მანჯუ-პიპიდი, კორუფციის მკვლევარი და ბერლინის ჰერტის სკოლის დემოკრატიის პროფესორი საქართველოსა და აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის გამოცდილებაზე საუბრობს.