ავღანეთში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

გზისპირა ნაღმებს თალიბები ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იყენებენ
ავღანეთში გზისპირა ნაღმზე აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

ჰელმანდის პროვინციაში შაბათ საღამოს მომხდარი ტრაგედიის შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

გზისპირა ნაღმებს თალიბები ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იყენებენ, თუმცა დასახლებული პუნქტების მახლობლად დამონტაჟებულ ნაღმებზე ხშირად უდანაშაულო ადამიანები ფეთქდებიან.