ავღანეთში კვლავ მსხვერპლია

ტერორისტებს ყანდაარის პოლიციის უფროსის აბდულ რაზაქის მოკვლა სურდათ

ავღანეთში ქალაქ ყანდაარში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაიჭრა 14.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტებს ყანდაარის პოლიციის უფროსის აბდულ რაზაქის მოკვლა სურდათ და მისი მანქანის გავლის დროს აამუშავეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. თუმცა რაზაქი სიკვდილს გადაურჩა.

აფეთქებას წინ უძღოდა სამხრეთ ავღანეთში თალიბების მიერ განხორცილებული მასობრივი სიკვდილით დასჯა, რომლის დროსაც 17 ადამიანს თავი მოკვეთეს. დაღუპულთა შორის 2 ქალია.