შეტევა ავღანეთში

თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
აღმოსავლეთ ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მეამბოხეებმა გუიბერნატორის რეზიდენციაზე შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

ხელისუფლების ცნობით, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მეამბოხეებმა შეტევა ქვეყნის ყველაზე სტაბილურ რაიონში განახორციელა. სამ მათგანს შაჰიდის ქამრები ეკეთათ. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის დროს ხუთი ამბოხებული და ერთი პოლიციელი დაიღუპა.