აფეთქება კუნარის პროვინციაში

აფეთქება კუნარის პროვინციაში

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, კუნარის პროვინციაში სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 და მძიმედ დაშავდა 7 ადამიანი. აფეთქება ტომთა ბელადების შეხვედრის ადგილის ახლოს მოხდა.

პოლიციის თქმით, აფეთქების სამიზნე მუჯაჰიდების ყოფილი მეთაური მალიკ ზარინი იყო, რომელიც აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

ავღანეთის პრეზიდენტმა და ნატოს ძალების სარდლობამ მომხდარი ინციდენტი დაგმეს.