ავღანეთში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში იტყობინებიან, რომ საჰაერო იერიშის მიტანისას აღმოსავლეთ ავღანეთში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერია მოკლული, რომელიც პაკისტანის საზრვართან არა ერთი ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო.

კვირას მიტანილი დარტყმა მიმართული იყო კუნარის პროვინციაში არსებული შენაერთის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც აბდალად უმარ ალ-ყურაიში შეტაკებისას დაიღუპა.

ნატოში აცხადებენ, რომ შეტაკების შედეგად დაღუპულია ალ-ყაიდას რამდენიმე ექსპერტი და სხვა არაბი მეამბოხეები.

კოალიციაში აცხადებენ, რომ კურაიადან გამარტივებული იყო მებრძოლების მოგზაურობა რეგიონში და მეამბოხეები სწორედ ამ ადგილიდან გეგმავდნენ აფეთქებებს კუნარისა და ნურისატნის პროვინციებში.