ავღანური თალიბანის განცხადებით, უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ყატარში პოლიტიკური ოფისის გახსნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ავღანეთში ომის დასრულების პროცესს. ამის შესახებ თალიბანის პრეს-წარმომადგენლის ზაბიჰულა მუჯაჰიდს მიერ გავრცელებულ ელექტრონულ წერილშია ნათქვამი. თალიბანის წარმომადგენელი ასევე იტყობებინა, რომ მოძრაობა გუანტანამოს ციხეში დაპატიმრებული თალიბების გათავისუფლებას ითხოვს, რაც სამშვიდობო მოლაპარაკების ნაწილი უნდა გახდეს. რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანური თალიბანი არ არის ამერიკის მტერი და მანამდე არ წარმოადგენდა საფრთხეს, ვიდრე ალ-ყაიდას ტერორისტებს არ შეიფარებდა.