ნატო გააგრძელებს ღამის რეიდებს ავღანეთში

ნატო გააგრძელებს ღამის რეიდებს ავღანეთში

ნატო გააგრძელებს ღამით ავღანეთში რეიდების ჩატარებას, მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტი კარზაი ამის წინააღმდეგია.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის გენერალ კარსტენ ჯაკობსონის განცხადებით ღამეული რეიდები პარტიზანების ლიდერთა გაუვნებელყოფის საუკეთესო საშუალებაა.

გენერლის მტკიცებით სტატისტიკის მიხედვით ამ რეიდების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი იღუპება და ოპერაციების 85%-ი სროლის გარეშე მთავრდება.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კვირას კიდევ ერთხელ დაგმო ღამით ჩატარებული რეიდი, რომელიც ჰაკანის დაჯგუფების წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ ავღანეთის ხელისუფლების ანტი-ნარკოტიკული სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის წინააღმდეგ განხორციელდა.

ამ რეიდის შედეგად ამ პიროვნების ნათესავი ქალბატონი დაიღუპა და კიდევ ოთხი კაცი დაიჭრა.