თალიბანმა ავღანეთში მორიგი აფეთქება მოაწყო

ავღანეთის ჩრდილოეთ, ბალხის პროვინციაში, თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ ცოტა სამი ავღანელი ჯარისკაცი მოკლა და თვრამეტზე მეტი დაჭრა.

ავღანეთის ოფიციალური პირები, ადგილიდან თავდაპირველ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობენ, რომ დაჰდადის რაიონში, ავტობუსი, რომელსაც ავღანეთის ეროვნული არმიის პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა, თავდასხმის სამიზნე გახდა. თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დაზარალებულთა შორის სულ ცოტა 8 დაღუპული დაინახეს.

თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო და მსხვერპლის ბევრად მეტი რაოდენობა დაასახელა.