ავღანეთში გზისპირა ნაღმი აფეთქდა

ავღანეთში გზისპირა ნაღმი აფეთქდა

გზისპირა ნაღმის ამოქმედების შედეგად სამხრეთ ავღანეთში 3 ქალი და 1 მამაკაცი დაიღუპა. პროვინციის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებით დატვირთული ტრაქტორი ყანდაარის პროვინციის მარუფის რეგიონში აფეთქდა. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი.

გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის ავღანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ავღანეთში სამოქალაქო პირების დაღუპვის მონაცემების მიხედვით წლევანდელი მაისი 2007 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე თვე იყო. გასულ თვეში ავღანეთში 367 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.