ეგზიტ პოლი ბუშს საარჩევნო კოლეგიის 39 ხმას, კერის კი- 3 ხმას აძლევს. - 2004-11-03

ეგზიტ პოლების მიხედვით პრეზიდენტმა ბუშმა გაიმარჯვა ჯორჯიის, კენტუკის, დასავლეთ ვირჯინიის და ინდიანას შტატებში.

კერი ლიდერობს ვერმონტის შტატში.

ეგზიტ პოლები პრეზიდნეტ ბუშს საარეჩვნო კოლეგიის 39 ხმას უწინასწარმეტყველებენ. კერის -მხოლოდ სამს.

არჩევნების ბედს, სავარაუდოდ ათი მნიშვნელოვანი შტატის შედეგები განაპირობებს, სადაც ორივე კანდიდატს ამომრჩევლის თანაბარი რაოდენობა უჭერს მხარს. ესენია ფლორიდა და პენსილვანია.

მოსახლეობამ ყველა შტატში აქტიურად მიიღო საარჩევნო პროცესში მონაწილეობა.