სააკაშვილი ბაიდენს შეხვდა

სააკაშვილი ბაიდენს შეხვდა

ბირთვული სამიტის მიმდინარეობისას ვაშინგტონში ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ამერიკელმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის. ამერიკელმა ლიდერმა გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბატონმა ბაიდენმა საქართველოს პირველ პირს მოუწოდა განამტკიცოს ქართული დემოკრატია და გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის სტაბილობა და კეთილდღეობა.

ორმა ლიდერმა განიხილა ის ღრმა და ურყევი მეგობრობა, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხს აკავშირებს, რაც დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.