ბარაკ ობამა ფლორიდაში ჩავიდა

ბარაკ ობამა ფლორიდაში ჩავიდა

<!-- IMAGE -->

დღეს ამერიკის პრეზიდნეტი ბარაკ ობამა ფლორიდაში ჩავიდა. კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრში ის აპირებს საკუთარი ხედვა წარმოადგინოს კოსმოსური კვლევების შესახებ, რომელიც ბევრი ყოფილი ასტრონავტის კრიტიკას იმსახურებს.
1961 წელს პრეზიდენტი ჯონ კენედი მე-20 საუკუნეში კოსმოსური კვლევების როლზე საუბრობდა:
“ვფიქრობ, რომ ერმა თავი უნდა მიუძღვნას იმ მიზანს, რომელიც ადამიანის მთვარეზე დაშვებასა და შემდეგ მიწაზე მშვიდობით დაბრუნებაში მდგომარეობს. არც ერთი კოსმოსური პროექტი ამ პერიოდში არ იქნება ამაზე შთამბეჭდავი ან მნიშვნელოვანი კაცობრიობის ისტორიაში. “
ბარაკ ობამა ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოსთვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს, მაგრამ ამასთან პილოტირებული თანავარსკვლავედის პროგრამის დიდი ნაწილის შეჩერებას, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე დააბრუნებს და ამჟამინდელ კოსმოსურ ხომალდს შეცვლის.
ობამას ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ თანავარსკვლავედის პროგრამამ ბიუჯეტს გადააჭარდა და გეგმიდან ამოვარდნილია. თუმცა ნილ არმსტრონგი, რომელმაც მთვარეზე 1969 წელს, პირველმა იმოგზაურა აპოლო 11-ის მისიის ფარგლებში, ამბობს რომ თანავარსკვლავედის პროგრამის შეჩერება ანადგურებს და საფრთეს უქმნის ამერიკის როგორც ლიდერი სახელმწიფოს სტატუსს კოსმოსის კვლევების საქმეში.