ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ვაშინგტონში

ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ვაშინგტონში

<!-- IMAGE -->

შეერთებული შტატების პრეზიდენტი 47 ქვეყნის ლიდერს მასპინძლობს ვაშინგტონში უპრეცედენტო ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე. სამიტის დანიშნულება გლობალური სტრატეგიის შემუშავებაა, რომელიც ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედირსი აღსაკვეთად იქნება მიმართული.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს საღამოს ოფიციალურად გახსნის სამიტს. მისი განცხადებით, ტერორისტების მიერ ბირთვული მასალის მოპოვება შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ბატონმა ობამამ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა ალ ყაიდა ბირთვული იარაღის მოპოვებას ცდილობენ. თუ მათ წარმატებას მიაღწეს, ამან შეიძლება მსოფლიოს უშიშროების გარემო ძირეულად შეცვალოს სამომავლოდ.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბატონი ობამა იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ლიდერებს დაიყოლიებს გააძლიეობს ბირთვული მასალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მექანიზმები.
სამიტისთვის მზადებაში ვაშინგტონის რამდენიმე უბანი მთალიანად ჩაკეტილია. რუსეთთან ბირთვული გაუვრცელებლობის იგივე სტარტის ახალ ხელშეკრულებზე ხელის მოწერის შემდეგ, ობამას ადმინისტრაცია ცდილობს გააძლიეროს ის უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც ბირთვული იარაღისა რადიოაქტიური მასალის ტერორისტების ხელში და არა-სანდო სახელმწიფოების ხელში მოხვედრას აღკვეთავს.

ბირთვული იარაღი არ არის მხოლოდ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრობლემა. ბირთვული იარაღი მთელი მსოფლიოს უშიშროებას უქმნის საფრთხეს. ტერორისტების მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს მოსკოვიდან ნიუ იორკამდე და ევროპიდან სამხრეთ აზიამდე.
განაცხადა ბატონმა ობამამ.
ამერიკის სახელმწიფო მდოვნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით დღევანდელი ბირთვული საფრთხე ძალიან განსხვავდება ცივი ომის დროს არსებული საფრთხისგან:

ბირთვული ომის საფრთზე, ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობა, რომელზე ფიქრითაც გავიზარდეთ ცივი ომის დროს, შემცირდა. მაგრამ გაიზარდა ბირთვული ტერორიზმის საფრთხე. ჩვენ გვსურს მსოფლიოს ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომლებიც კონცენტრაციას მოითხოვს იმისთვის, რომ ალ ყაიდას და სხვა ჯგუფებს ხელი შევუშალოთ საკმარისი ბირთვული მსასლის მოპოვებაში და თავიდან ავიცილოთ დიდი ნგრევა და მსხვერპლი.