ნელსონ მანდელას გზა

ნელსონ მანდელას გზა

<!-- IMAGE -->

ჟურნალ "თაიმის" რედაქტორი რიჩარდ სტენგელი ნელსონ მანდელასთან მისი ავტობიოგრაფიული წიგნის შესაქმნელად 3 წელი თანამშრომლობდა. ნელსონ მანდელას ბიოგრაფიულ წიგნს სახელად “თავისუფლებისკენ გრძელი გზა" ქვია”. ავტორი ნელსონ მანდელას ანტი-აპარტეიდად მიიჩნევს, ნობელის პრემიის ლაურეატი, ადამიანი რომელმაც სამხრეთ აფრიკა დემოკრატიის გზაზე დააყენა-ყველასთვის შთაგონების წყაროდ იქცა. “არ ვისურვებდი, რომ ყველა ის განსაცდელი გადამეტანა, რაც მანდელას თავს გადახდა, მაგრამ არის ბევრი რამ, რისი სწავლაც მისგან შეიძლება. არ არის საჭირო იყო ქვეყნის ლიდერი ან რევოლუციონერი, იმისათვის რომ მისი ყოველდღიური გაკვეთილები გამოგადგეს.” სტენგელი აღნიშნავს, რომ ლიდერობა მანდელას გენებში აქვს. “ის არისტოკრატული აფრიკული ოჯახიდან მოდის. მამამისი ტომის მეთაური იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, მას ადგილობრივი ტომის მეფე ზრდიდა. ის გარკვეული იყო ისტორიულ ჩვეულებებში, ვფიქრობ ამან მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.” თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი მანდელას ცხოვრებიდან, მისი 27 წლიანი ტუსაღობაა. არა-ძალადობრივი მოძრაობის მხარდამჭერმა მანდელამ, აფრიკის ეროვნული კონგრესი, სამხედრო ფრთა დააარსა, რომელიც მთავრობისა და სამხედრო ნაწილის წინააღმდეგ დაბომბვის საწინააღმდეგო კამპანიას ატარებდა. ის დააკავეს და მთავრობის წინააღდეგ საბოტაჟის მოწყობისა და კიდევ სხვა ბრალდებების მუხლით გაასამართლეს. კაცი, რომელიც ციხიდან 71 წლის ასაკში გაათავისუფლეს, აბსოლუტურად სხვა იყო, იმასთან შედარებით ვინც ციხეში შევიდა.


“როდესაც ციხეში ჩასვეს, 1964 წელს, ის მგზნებარე, თავისუფლების მოყვარე , რევოლუციურად განწყობილი კაცი იყო. 71 წლის მანდელა კი, იყო სიმბოლო გაწონასწორებული ადამიანისა” ციხემ მას დისციპლინა და კონცენტრირება ასწავლა. ციხის 4 კედელში, ნელსონ მანდელამ გაიგო, თუ რას ნიშნავს სითამამე. “სითამამე შიშის არ არსებობას არ ნიშნავს. სითამამე ამარცხებს შენში არსებულ შიშს. მან რამდენჯერმე მითხრა რომ შეშინებია, გავოცდი, გმირსაც ეშინიათქო. მან განმიმარტა, რომ შიში მოდის არა იმიტომ რომ გეშინია, არამედ იმიტომ რომ შენი შედეგების გაანალიზებას ახდენ, ან ვერ ხვდები როგორ დაძლიო ისინი.” თითქმის 30 წლიანი პატიმრობის მანძილზე, მანდელას საშუალება მიეცა განერჩია თეთრი შიში და შავი იმედგაცრუება. მან სხვებში კარგის ამოცნობა და საკუთარი თავის მათ ადგილას დაყენება ისწავლა, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს. აქედან გამომდინარე ის მიხვდა, რომ მსოფლიო არა მხოლოდ შავთეთრი, არამედ შეიძლება რუხიც იყოს. ის ყოველთვის ლამაზ კოსტიუმებს ატარებს. მისი თქმით საჭიროა ყოველთვის გამოიყურებოდა ისე, როგორც გინდა რომ სხვები აღგიქვამდნენ. თუ ლიდერობა გინდა, ლიდერივით უდნა იქცეოდე. თუ ხელოვანი ხარ, მაშინ მხატვარს უნდა გავდე. სტენგელის თქმით, ლიდერის მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მანდელამ ასევე სამხრეთ აფრიკული ბავშვობიდან ისწავლა, ორი მხრიდან მართვაა. “წინიდან მართვა უფრო პირობითი მართვაა, როგროც ვიცით-პოდიუმზე ასვლით და პოლიტიკური სიტყვით გამოსვლით სემოიფარგლება. მაგრამ ზურგიდან მართვა განსხვავებული რამ არის. ჩვენ ამაზე იქ ვსაუბრობდით, სადაც ის გაიზარდა. მან მკითხა თუ გამიმწყემსავს საქონელი მანამდე. მე ვუთხარი რომ არა, მან კი მიპასუხა რომ დასანანია, რადგან საქონლის მწყემსვაში ბევრია ლიდერული, მაგალითად ზურგიდან მართვის მსგავსი. მისი აზრით ეს კარგი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის. შეიძლება ისეთების შეგხვდნენ , ვინც შენს იდეებს დაიწუნებს, მაგრამ ეს არაფერია. მისი თქმით, ეს მიდგომა არა მხოლოდ ქვეყნის მართვაზე, არამედ ოჯახზეც ვრცელდება.


სტენგელის თქმით, მისმა ურთიერთობამ მანდელასთან მისი ცხოვრებაც შეცვალა. “ სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა ქალი გავიცანი, რომელიც მანდელას ჩემამადე იცნობდა. როდესაც ჩვენ შეხვედრებს მოვუხშირეთ, მანდელამ ორივეს დაქორწინებისკემ მოგვიწოდა, რადგან გვითხრა რომ ეს ღმერთისგან იყო ნაკარნახები. მან ჩვენი ქორწინება დალოცა და დღეს ორივე შვილის ნათლიაა. ორივე მათგანის შუა სახელი მანდელადან მოდის.” ჟურანლსიტი რიჩარდ სტენგელი ამბობს, რომ “თავისუფლებისკენ გრძელი გზა” ლიდერის სიბრძნის შემაჯამებელი წიგნია, ნელსონ მანდელას გაანალიზებული აქვს ის როლი, როემლიც მას პოლიტიკასა და ცხოვრებაში დაეკისრა. დღეისათვის სულ ეს იყო, რუბრიკით ახალგაზრდებისთვის მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით.