ავღანეთში ნატოს ჯარისკაცებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

ავღანეთში ნატოს ჯარისკაცებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

<!-- IMAGE -->

ნატოს განცხადებით, ჯარისკაცებმა ავღანეთის სამხრეთში დღეს ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 18 დაშავდა.
ნატოს განცხადებით, პატრულმა ცეცხლი დიდ ზომის მანქანას გაუხსნა, რომელიც ყანდაარის ერთ-ერთი რაიონში გაჩერების ბრძანებას არ დაემორჩილა. პატრულმა მხოლოდ ცეცხლის გახსნის შემდეგ ათმოაჩინა, რომ მანქანა სამგზავრო ავტობუსი იყო.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქალიც იყო. ნატოს ჯარისკაცებმა დაჭრილები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განხადებაში ნათქვამია, რომ ნატო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსხვერპლის გამო. შემთხვევის ადგილზე ნატოსა და ავღანელი გამომძიებლების ერთობლივი ჯგუფი გაემგზავრა.