ზვავი  რუსეთში

ზვავი  რუსეთში

<!-- IMAGE -->

ტრაგედია მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ზვავის ჩამოწოლის შედეგად 7 გერმანელი ტურისტი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კამჩატკის რეგიონში ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც 14 კაციანი ტურისტული ჯგუფის ვერტმრფენი მთაზე დაეშვა.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მაშველებმა თოვლში ჩამარხული ტურისტები უკვე აღმოაჩინეს.