რით გამოირჩეოდა ობამა-სარკოზის შეხვედრა?

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თეთრ სახლში მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ობამასთან, რომლის დროსაც გლობალურ ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ავღანეთში შექმნილი სიტუაცია და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესაძლებლობა განიხილეს.

ორშაბათს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსისტეტში გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა რომ არცერთ ქვეყანას არ ძალუძს ერთპიროვნულად მართოს მთელი მსოფლიო და აუცილებელია გლობალური ფინანსური სისტემის რეგულაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიო ფინანსური კრიზისი.

მისი თქმით:“ მე მოგიწოდებთ რომ არ ჩამორჩეთ თქვენს პრეზიდენტს, როდესაც საქმე ეხება გარემოს დაცვას და ფინანსური სისტემის რეგულაციას. როდესაც ის ცდილობს სხვების მოსმენას. იმიტომ რომ ჩვენს დროში, 21-ე საუკუნეში არ შეიძლება მსოფლიოს უპირველესი ქვეყანა დახურული იყოს დანარჩენი სამყაროსთვის.“

თეთრ სახლში შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ ნიკოლა სარკოზისთან თავის მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა.

მისი თქმით:“ გასულ წელს მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთს პატივისცემით და გაგებით ვეკიდებით და გვწამს რომ ჩვენი თაობა წარმატებით გაართმევს თავს დროის გამოწვევებს.

ბატონმა სარკოზიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის ახლო ურთიერთობას პრეზიდენტ ობამასთან. „მისი სიტყვა და საქმე ერთია და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. არის ასეთი ხუმრობა რომ ჩვენ არ გვიყვარს მოულოდნელობები. აქ ჩემთვის მოულოდნელი არაფერია. საქმეს ის კარგად აკეთებს, თუ არა და პირდაპირ ამბობს როცა არ შეუძლია რამის გაკეთება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ავღანეთის საკითხი განიხილეს, სადაც საფრანგეთს 4000 კაციანი საჯარისო კონტიგენტი ჰყავს განთავსებული. თეთრი სახლის წარმომადგენელის რობერტ გიბსის განცხადებით პრეზიდენტ ობამას არ ულაპარაკია საფრანგეთის პრეზიდენტთან

ამ კონტიგენტის გაზრდის შესახებ. ნიკოლა სარკოზის განცხადებით ავღანეთში წარმატებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამერიკის, საფრანგეთის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.

მისი თქმით:“ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მტკიცე ნებისყოფა და ბოლომდე მივიყვანოთ ავღანეთში დაწყებული საქმე. სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გაგვაჩნია."

ორი ქვეყნის ლიდერებმა ირანის ბირთვული ამბიციების პრობლემაც განიხილეს, მაშინ როდესაც თეირანი უარს აცხადებს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებაზე. პრეზიდნტი ობამა იმედოვნებს რომ ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების დაწესება უახლოეს ხანში მოხდება.

ობამა:“ ირანელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა ისიც უნდა იცოდნენ რომ დიპლომატიური გადაწყვეტილების არ არსებობის შემთხვეევაში გაეროს სანქციებს წინ ვერაფერი დაუდგება.“

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს პრეზიდენტმა სარკოზიმ დაგმო ისრაელის მიერ ახალი დასახლებების მშენებლობა 1967 წლის ომის შედეგად დაპყრობილ მიწებზე და მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალისხმევას ამ რეგიონში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეერთებულ შტატებში თავისი ვიზიტის ფარგლებში კონგრესსაც ეწვია, სადაც კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ფინანსური რეგულაციის აუცილებლობის შესახებ.

ამასობაში ქალბატონი სარკოზი დაწყებით სკოლას ეწვია ვაშინგტონში და ბავშვებს პარიზში მცხოვრები პატარა ამერიკელი გოგონას შესახებ მოუთხრო.