ანგარიში ბჰუტოს მკვლელობაზე ყოვნდება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დააკმაყოფილა პაკისტანის თხოვნა 15 აპრილამდე გადაიდოს დამოუკიდებელი კომისიის მოკვლევის ანგარიში, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას ეხება. ბან კი მუნის რწმუნებულმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნით გაეროს მიმართა პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ. გაეროს გენერალურმა მდივანმა დამოუკიდებელ მომისიას დაავალა მ მოკვლევის ჩატარება პაკისტანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად.