უკრაინა სავალუტო ფონდთან თანამშრომლობს

უკრაინის პრემეირ-მინისტრის მოადგილის, სერგეი ტიგიპკოს განცხადებით, უკრაინაში ეკონომიკური ზრდის ხელის შეწყობისთვის, საჭიროა ახალი ხელშეკრულების გაფორმება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

მან ეს განცხადება დღეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა, უკრაინასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ათდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ.

ორგანიზაციამ გასულ წელს უკრაინისთვის 16.4 მილიარდიანი სესხის გაცემა შეაჩერა. მათი თქმით, ეს ქვეყნის პოლიტიკურ არასტაბილურობსთან იყო დაკავშირებული.