ისრაელი დათმობებზე არ მიდის


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა აღმოსავლეთ იერუსალიმში უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისებზე არ წავა.


ბატონმა ნეთანიაჰუმ ხსენებული შენიშნვებით მიმართა დღეს ისრაელის მინისტრთა კაბინეტს. დღესვე ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა, სადაც იგი ისრაელსა და პალესტინელებს შორის არაპიდაპირი მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებლად დიპლომატიურ საქმიანობას გაუძღვება.


პალესტინელები ისრაელისგან აღმოსავლეთ იერუსალიმში უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ. ამ სადავო საკითხის გამო ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა. ხოლო ამ საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება ისრაელსა და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს საჯარო დავაში გადაიზარდა.


ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ჯორჯ მიტჩელი დღეს ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. დღეს ნეთანიაჰუ ისრაელიდან ვაშინგტონში მიემგზავრება სადაც იგი ისრაელის მომხრე ლობისტურ ჯგუფს სიტყვით მიმართავს და კონგრესში ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდება.