გაეროს ყოფილი ელჩის კრიტიკა

გაეროს ყოფილმა ელჩმა ავღანეთში გააკრიტიკა პაკისტანის ხელისუფლება თალიბანის ზოგიერთი ლიდერის დაპატიმრების გამო. კეი აიდის განცხადებით, ამ აქციამ ხელი შეუშალა გაეროსა და თალიბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

ტელეკოპმანია ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში გაეროს ყოფილმა ელჩმა განაცხადა რომ მას პირადი მიმოწერა ჰქონდა თალიბებთან, მაგრამ მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც პაკისტანის მთვარობამ თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრა თებერვალში.

ბატონი აიდის განცხადებით, პაკისტანის ხელისუფლება არასოდეს არ ასრულებდა კეთილსინდისიერად თავის მოვალეობებს და მას უნდა სცოდნოდა მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.