თურქეთის ელჩი ვაშინგტონში არ დაბრუნდება

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, მათი ელჩი ვაშინგტონში არ დაბრუნდება,ვიდრე კონგრესი არ დააფიქსირებს თავის პოზიციას სომხების გენოციდში თურქეთის ბრალდებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ ეს არის ის საკითხი, რამაც შესაძლოა თურქულ-ამერიკული ურთიერთობები დააზიანოს.ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 90 წლის წინ თურქეთში სომხების გენოციდი აღიარა.