ბიგელოუ პირველი ამერიკელი ოსკაროსანი რეჟისორი ქალია

ბიგელოუ პირველი ამერიკელი რეჟისორი ქალია, რომელმაც ოსკარის ჯილდო დაიმსახურა. მისი ფილმი "ქარიშხლის მბრძანებელი" საუკეთესო ფილმი გახდა.

ბიგელოუმ ამასთან მისი ყოფილი ქმრის -ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერი "ავატარი" დაამარცხა.

ჯეფ ბრიჯისს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ხოლო სანდრა ბალოკს-ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ერგო ოსკარი.

მან გუშინ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და 82 წლის მანძილზე პირველად, ოსკარების ისტორიაში იგი პირველი ქალი რეჟისორი გახდა, რომელმაც ჰოლივუდის პრესტიჟული პრემია მოიპოვა.